
ხომ არ იცით, როგორი შეგრძნებაა, როცა ყველაფერს კარგავ????
როცა სულის ნაწილს გაცლიან და შენ ხელს ვერ უშლი? ვერ ებრძვი?
როცა ხელები გაქვს შებორკილი და თვითონაც არ იცი, რატომ...
როცა ყვირილი გინდა და ვერ ყვირი?
როცა გინდა, დაიძინო... დაიძინო დიდ ხანს, ღრმად და მშვიდად, მგრამ ვერ უხერხებ შენს თავს ვერაფერს?
რა ქვია იმას, როცა ყველა მიდის შენგან და შენ ვერ აჩერებ ვერავის?
ალბათ, ამას არც არაფერი არ ქვია...
იქნებ, ამ ყველაფრის პასუხები შენშია???
ალბათ, ასეცაა..
მაგრამ ეს ოხერი პასუხები მუდმივ კითხვებზე ძალიან ღრმადაა ჩამარხული და ნელ-ნელა მწამლავს, ბოლოს მიღებს და მკლავს...
მელანქოლია?
შესაძლებელია...
ეგოიზმი?
არა...
ეგოიზმით თავს არ ვანებივრებ არასდროს..
აბა რა?
მაინც რა?
ალბათ, მაინც ცხოვრება...