არაფრით გამორჩეული... აქაურობა კი ჩემი პატარა მდელოა.. :)
ამ მდელოზე დავიბადე, მართლაც რომ ულამაზეს ადგილას...
იცით, აქ სულ მზე ანათებს, სულ ყვავიან ყვავილები...
ჯერ სულ პატარა ვარ, მხოლოდ გუშინ გავჩნდი, მაგრამ დღეს უკვე ჭკიანი არსება გახლავართ... მე გაცილებით სწრაფად ვიზრდები, ვიდრე თქვენ გგონიათ და უფრო მალეც ვქრები ხოლმე...
:)
მაგრამ, სანამ გავქრები, ბევრ რამეს მოგიყვებით და თქვენც, თუ არ დაგეზარებათ, მომისმინეთ...
მაშ ასე.
იყო და არა იყო რა; იყო ერთი პატარა, ლამაზი ბაბუაწვერა, რომელსაც ლამაზი სიზმრები ესიზმრებოდა...