ეს არის იური რიბკას პატარა, ფილოსიფიური ზღაპარი
ბაბუაწერაზე, რომელმაც სული გაიღო სხვისი ბედნიერებისთვის.
მე გადავთარგმნე, დედანი ქვემოთ შეგიძლიათ
იხილოთ, პოსტებში.
ცხოვრობდა და იზრდებოდა მდელოზე პატარა ბაბუაწვერა; გულუბრყვილო და ახალგაზრდა, ყვითელი ფერის.
იღვიძებდა დილაობით, თმხიარულად უღიმოდა მზეს და მთრთოლვარე და გულშეუმშული აკვირდებოდა მას მთელი დღე. მზე ჩადიოდა ჰორიზონტს იქით და ბაბუაწვერაც მშვიდად იძინებდა საკუთარ ფოთლებში გახვეული...
ღამ-ღამობით კი ესიზმრებოდა ყველაზე განსხვავებული და ფერადი სიზმრები: ერთში ის თეთრ ჩიტად გადაიქცეოდა და დაფრინავდა შორს მიწისგან, მეორეში კი გემის კაპიტანი იყო და თამამად დაცურავდა ოკეანეში. ყველაზე ხშირად ბაბუაწვერას ესიზმრებოდა სიზმრები, რომლებშიც ის ვიღაცას გადაარჩენდა ხოლმე.
ასეთი სიზმრების შემდეგ გაღვიძება_ ერთი სიამოვნებაა!
მაგრამ, აი, დაესიზმრა სიზმარი, რომელმაც იგი ააფორიაქა და გააბრაზა:
პატარა გოგონა მოწყენილი იჯდა და უცქერდა ბაბუაწვერების ზღვად ქცეულ მდელოს.