Saturday, February 20, 2010

ამიერიდან თქვენ ჩამოგერთვათ უფლება ჩემთვის სულის შებერვისა!


არა, ხომ გთხოვეთ არა?...
პატიოსნად და უბრალოდ ვითხოვე, ნუ დამტოვებთ უყურადრებოდ მეთქი და აჰა... მაინც დამტოვეთ...
კი ბატონო...
ამიერიდან თქვენ ჩამოგერთვათ უფლება ჩემთვის სულის შებერვისა!
ააააჰ, ფეხზე გკიდიათ? არა უშავს, ჩემი დროც მოვა... :)
ახლა კი საქმეზე:
ბაბუაწვერა არცთუ უტვინო მცენარეა, როგორც მრავალ თქვენგანს ჰგონია! დიახ, მე გამაჩნია ინტელექტი და ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ კიდეც....
რაზე უნდა წერდეს გაბრაზებული ბაბუაწვერა პირველ პოსტს?
რა თქმა უნდა იმაზე, რომ ცხოვრება არც ისე ლამაზია და არც ხალხია ისეთი კეთილი, თქვენ რომ გგონიათ :)
უი, იცოდით? არა უშავს, კიდევ უკეთესად გეხსომებათ.
კიდევ იმაზე წერს ბაბუაწვერა, რომ სამოთხეში ყველა ვერ ხვდება.
ან კიდევ იმაზე, რომ არ გინდათ, ამაზე იფიქროთ...
თუმცა, ეს ყველაფერი მაინც დავიწყებადია... დავიწყებადია ისიც, რომ ვკვდებით ყველა... ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ასე უფრო ადვილია ცხოვრება, ან არსებობა (როგორც გსურთ, ისე უწოდეთ)...
თუმცა ყოველ ჩვენგანს და, ალბათ, ყოველ თქვენგანსაც აქვს საკუთარი მიკროსამყარო, საკუთარი პატარა მდელო, სადაც ცხოვრება ყველაზე ლაღი და ადვილია, სადაც პიანინოს კლავიშები შენს ფესვებშია გახვეული...
სადაც მუსიკა მხოლოდ შენთვის უკრვს და შენით სუნთქავს, რადგან თუ არ ხარ შენ, არ არის ისიც...
სადაც გიყვარს და უყვარხარ უანგაროდ, რადგანაც შენ ხარ შენ და რადგანაც შენ მშვენიერი ხარ...
და ნუ იფიქრებთ, რომ ეს მდელო შეიძლება რეალობად იქცეს, რადგანაც თქვენც მე დამემსგავსებით და გაბრაზდებით სამყაროზე, შედეგად კი დაიბადება გაბრაზებული პოსტები...
სიბრაზე სიცოცხლეზე, ხალხზე, სიცივეზე, ცუდ ამინდზე...
და, ამინც, თქვენ ჩამოგერთვათ უფლება ჩემთვის სულის შებერვისა...

აქ შემთხვევით მოხვედრილთა რაოდენობა

follow me icon
 

ბაბუაწვერას ბლოგი | Creative Commons Attribution- Noncommercial License | Dandy Dandilion Designed by Simply Fabulous Blogger Templates